ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დასრულდა 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში, სადაც მონაწილეობა 82 ქვეყნის საუკეთესო სამბისტებმა მიიღეს. ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა.

მსოფლიო პირველობის ჩემპიონი ჯაბა თურქია (71კგ) გახდა, ვიცეჩემპიონობა ვახტანგ ჩიდრაშვილმა (58კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი მიშიკო ნოზაძე (88კგ), დავით ლორიაშვილი (98კგ), გიორგი ქავთარაძე (+98 კგ) და რამინ ყიფშიძე (პარასამბო) დაეუფლნენ.