პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯთა კოლეგიამ ქართველი სპორტსმენების და გულშემატკივრებისთვის ერთობ სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო. 

გურამ თუშიშვილის და ტედი რინერის მეოთხედფინალური შეხვედრის ბოლოს ტედი რინერის არასპორტულმა ქცევამ (მან ტატამზე ზურგით მწოლ თუშიშვილზე, უკვე მას შემდეგ რაც გდება შეფასდა, კისერში ხელით მიწოლა გააგრძელა და მას აშკარა საშიშროება შეუქმნა) გურამ თუშიშვილი მწყობრიდან გამოიყვანა და მასზე გაიწია. რინერმა პროვოკაცია გააგრძელა და შეეცადა მოეჩვენებინა, რომ თუშიშვილმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა.

მსაჯმა შეხვედრა დაასრულა და გამარჯვებულად რინერი გამოაცხადა, ოლიმპირირ საიტზე კი თავდაპირველად აღინიშნა, რომ გურამ თუშიშვილი რეპეშაჟში უზბეკ ალიშერ იუსუპოვთან იჭიდავებდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ პარიზის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებგვრდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გურამ თუშიშვილი დისკვალიფიცირებულია ოლიმპიური თამაშებიდან ძიუდოს სულისკვეთებასთან შეუთავსებელი არასპორტული საქციელის გამო. 


 
ამ მომენტისთვის უცნობია, იასპარეზებენ თუ არა ქართველი ძიუდოისტები გუნდურ პირველობაზე.

აღსანიშნავია, რომ ტედი რინერს, მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად ძლიერი ძიუდოისტია, არასპორტული საქციელით სხვა დროსაც გამოუჩენია თავი