200-მდე ახალგაზრდა  დღეს თბილისიდან თელავში გაემგზავრა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები თელავის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ.

ასევე, თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ჩაერთნენ.