ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
ილია თოფურიას ყოფილმა შეყვარებულმა, ჯორჯინა უზკატეგიმ, მაიამიში ერთი თვით გამგზავრების და მასთან შვილის წაყვანის ნებართვა ითხოვა.
გასულ ოთხშაბათს, UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ორგზის ჩემპიონი ილია თოფურია არასრულწლოვან ქალიშვილთან დაკავშირებული წინასწარი საკითხის გადასაჭრელად დაიბარეს.
იურიდიული წყაროების განმარტებით, სხდომაზე განხილული იყო უზკატეგის მოთხოვნა ქალიშვილთან ერთად მაიამიში ერთი თვით გამგზავრების შესახებ, რასაც UFC-ის ჩემპიონი ეწინააღმდეგება
ესპანური მედიის თანახმად, მოსამართლემ უარყო უზკატეგუის ყველა შუამდგომლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარა გოგონა, რომელიც წლინახევრის არ არის, ვერ შეძლებს ქვეყნის დატოვებას, თუ თოფურია ნებართვას არ მისცემს.
„ძალიან მალე ვნახავ ჩემს ქალიშვილს... საერთოდ არ ვნერვიულობ, ძალიან მშვიდად ვარ“. „ჩემი პრიორიტეტია ჩემი ქალიშვილი, ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი“, - თქვა თოფურიამ ღიმილით, როდესაც ოთხშაბათს, ადვოკატებთან ერთად, სასამართლოში შევიდა.
სპორტსმენის თქმით, მისი ყოფილი ცოლის საჩივარი ფინანსურ საკითხს უკავშირდება. „მას შემდეგ, რაც უარი ვთქვი რამდენიმე უსაფუძვლო ფინანსური მოთხოვნის მიღებაზე, რამდენიმე კვირის შემდეგ მან შეიტანა საჩივარი ძალადობის - ჩემი მხრიდან მის მიმართ მუქარის - შესახებ და ამ საჩივარს ახლა სასამართლო იძიებს“, - ეს არის მოვლენების თოფურიასეული ვერსია.




