მონტენეგროს ქალაქ პეტროვაცეში ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.


ხუთი ტურის შემდეგ ლიდერთა ჯგუფში მესამე ადგილზე მყოფმა, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ბელა ხოტენაშვილმა გერმანელ დინარა ვაგნერთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა.

მერი არაბიძემ ესპანელ გარსია მარტინს ლაზიერი შესწირა. ესპანელმა „დანაელების სტილში" მირთმეული ძღვენი გარდაუვალი შამათის გამო არ მიიღო, მაგრამ ფიგურის დაკარგვის ასევე გარდაუვალობის წინაშე მდგომმა ბრძოლის გაგრძელებას დანებება ამჯობინა. 



სალომე მელიამ ესტონელ მარგარეტ ოლდს სძლია, ლილე ქორიძემ ფიდეს სახელით მოასპარეზე იანა ჟაპოვას, ელენე წოწონავამ კი სლოვენიელ პეტრა კეიზარს.

ნია დოღვანმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა გერმანელ ლარა შულცესთან 

ლელა ჯავახიშვილი სომეხ მარიამ მკრტჩიანთან დამარცხდა, დიანა ლომია კი რუმინელ მიხაელა სანდუსთან.

ექვსი ტურის შემდეგ პოლონელ ოლივია კიოლბასას 5,5 ქულა აქვს, პოლონელ მონიკა სოჩკოს და ესტონელ მაი ნარვას კი 5,0-5,0 ქულა. მათ კვალში უდგას მოჭადრაკეთა დიდი ჯგუფი, რომელთა შორისაც მერი არაბიძე და ბელა ხოტენაშვილი არიან  

ჩემპიონატის მონაწილე სხვა ქართველ მოჭადრაკეებს ასეთი შედეგები აქვთ:

სალომე მელია - 4,0 ქულა;
ნია დოღვანი, ლილე ქორიძე, ლელა ჯავახიშვილი - 3,5-3,5 ქულა თითოეულს;
ელენე წოწონავა - 3,0 ქულა;
დიანა ლომიძე - 2,5 ქულა/