ესპანეთის ქალაქ ლინარესში  ჭადრაკში 2025 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატზე მეორე მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრებთან ოპირველი შეხვედრის ფრედ დამთავრების შემდეგ მეორე შეხვედრა 1.5:2,5 წააგო და ნახევარფინალში ვერ გავიდა

ნინო ბაციაშვილი 0.5-0.5 ულვია ფატალიევა
გოვჰარ ბეიდულაევა 1-0 ლელა ჯავახიშვილი
ბელა ხორტენაშვილი  0.5-0.5 ხანიმ ბალაჯაევა
გულნარ მამადოვა 0.5-0.5 მერი არაბიძე 

ფიდეს სახელით მოასპარეზე რუსეთის ნაკრებმა მეორე შეხვედრაც 3.5:0.5 მოუგო უზბეკეთის გუნდს და ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალის პირველი შეხვედრების წაგების შემდეგ გაიმარჯვეს და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გაათანაბრეს ჩინეთმა (მან აშშ 3:1 დაამარცხა) და ინდოეთმა (მან ყაზახეთს 2.5:1.5 სძლია). ნახევარფინალისტების გამოსავლენად ჩინელები ამერიკელებთან და ინდოელები ყაზახებთან ბლიც-პარტიებს ამ წუთებში თამაშობენ.