იტალიის სერია A-ში 2025-2026 წლების სეზონის ბოლო ტურის შეხვედრები დასრულდა.
სერია A-ს ბოლო ტურში „მილანი“ სახლში მოულოდნელად დამარცხდა, რითაც კარგად ისარგებლეს კონკურენტებმა და იგი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვეს. ლიგაზე ასევე ვერ მოხვდა „იუვენტუსი“, რომელმაც გასვლაზე „ტორინოსთან“ 2:2 ითამაშა.
„კომომ“ (მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი - 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი) , რომელიც სერია A-ს 21-წლიანი შესვენების შემდეგ 2024-2025 წლების სეზონზე დაუბრუნდა, გასვლაზე „კრემონეზე“ დაამარცხა და სენსაციურად მოიპოვა უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზური.
„მილანი“ - „კალიარი“ 1:2(1:1)
„კრემონეზე“ - „კომო“ 1:4(0:1)
„ტორინო“ - „იუვენტუსი“ 2:2(0:1)
„ნაპოლი“ - „უდინეზე“ 1:0(1:0)
„ვერონა“ - „რომა“ 0:2(0:0)
„ბოლონია“ - „ინტერი“ 3:3(2:1)
„ლეჩე“ - „ჯენოა“ 1:0(1:0)
„ფიორენტინა“ - „ატალანტა“ 1:1(1:0)
„ლაციო“ - „პიზა“ 2:1(2:1)
„პარმა“ - „სასუოლო“ 1:0(0:0)

საუკეთესო ბომბარდირი 17 გატანილი გოლით არგენტინელი ლაუტარო მარტინესი („ინტერი“) გახდა.




