მონტენეგროს ქალაქ პეტროვაცეში ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ლიდერთა ჯგუფში მყოფმა მერი არაბიძემ ხუთი ტურის შემდეგ ლიდერთა ჯგუფში მყოფმა მერი არაბიძემ ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა. მან ფიდეს სახელით მოასპარეზე ლეია გარიფულინას სძლია.




ოთხი ყაიმის შემდეგ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო აგრეთვე სალომე მელიამ. მან პოლონელი მიხალინა რუძინსკა დაამარცხა. გაიმარჯვა მოიპოვა ლილე ქორიძემაც. მას მეტოქედ უნგრელი სიდონია ვაიდა ლაზარნე ჰყავდა

ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ბელა ხოტენაშვილმა ფრანგ პოლინ გიშართან, ლელა ჯავახიშვილმა პოლონელ  კლაუდია კულონთან, ნია დონღვანმა იტალიელ ოლგა ზიმინასთან და დიანა ლომიამ ხორვატიელ ტიჰანა ივეკოვიჩთან.

ელენე წოწონავა დამარცხდა გერმანელ ფიონა ზიბერთან.

შვიდი ტურის შემდეგ 6 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს პოლონელი ოლივია კიოლბასა. მას ნახევარი ქულით ჩამორჩება მერი არაბიძე.

ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია ლიდერს ქულით ჩამორჩებიან.

სხვა ქართველ მოჭადრაკეებს ასეთი შედეგები აქვთ:

ლილე ქორიძე - 4,5 ქულა;
ნია დონღვანი და ლელა ჯავახიშვილი - 4,0-4,0 ქულა თითოეულს;
დიანა ლომია და ელენე წოწონავა - 3,0-3,0 ქულა თითოეულს.