მაროკოში, ძიუდოისტთა გრან პრიზე, გორელების ჭიდილში თურქეთმა იხეირა

1552146263
მარაკეშის გრან პრიზე ასპარეზობა გრძელდება.
დღეს ბრძოლაში 73-81 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ჩაებნენ.
73 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანმა (ნ81) საკვალიფიკაციო რაუნდში ფინელ ტიმო ალემანმანთან (N103) მესამე წუთზე მიღებულ ვაზარს ვაზარით უპასუხა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 33 წამით ადრე, ხოლო კიდევ 22 წამის შემდეგ ფინელმა მესამე შიდო მიიღო. მეორე შეხვედრაში გიგანმა ყაზახ ჟანსაი სმაგულოვთან (N13) მშვენიერი იპონით გაიმარჯვა. პულის ნახევარფინალში გიგანმა დიდ ბრიტანელ ერიკ ჰამს (N94) ოქროს დროში მე-4 წუთის დასაწყისში მირებინა მესამე შიდო. პულის ფინალში გიგანი რუს დენის იარცევს (N26) შეხვდა და ვაზარი აუღო შეხვედრის დასრულებამდე 43 წამით ადრე, მაგრამ პარტერში გაგრელდა ჭიდაობა და იარცევმა მისი შებოჭვა და იპონით გამარჯვება მოახერხა. რეპეშაჟის ნახევარფინალში გიგანმა კანადელ ანტონ ბუჩარდთან შეხვედრის დასრულებამდე 16 წამით ადრე მიიღო მესამე შიდო მე-7 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა
ლაშა შავდათუაშვილმა (N2) მეთექვსმეტედფინალში ალჟირელ ფეტჰი ნურინის (N35) წინააღმდეგობა მხოლოდ ოქროის დროის მეოთხე წუთზე აღებული ვაზარით შეძლო. პულის ნახევარფინალში შავდათუაშვილმა რუმინელ ალექსანდრუ რაიჩუს (N48) ძირითადი დროის დასრულებამდე 38 წამით ადრე მტკივნეული ილეთით აიძულა დანებება. პულის ფინალში შავდათუაშვილმა ასევე მტკივნეული ილეთით აიძულა დანებება გამბიელ ფაე ნჯის (N62) ოქროს დროის მე-3 წუთზე. ნახევარფინალში ლაშა შავდათუაშვილი ფრანგ ჟუილიამ ჩაინს შეხვდა და მე-4 წუთის დაწებისთანავე აღებული ვაზარით მოუგო.
ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედლისთვის რუს დენის იარცევთან, 2016 წლის 8 აგვისტოს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშას მიერ მოგებული შეხვედრის შემდეგ შესრულებული ცნობილი ჟესტის ადრესატთან, იჭიდავებს
81 კგ წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრაში ნუგზარ ტატალაშვილთან (N53) მასპინძელმა ზაიდ იასიფმა (ურეიტინგო) სამი შიდო მიიღო 2 წუთსა და 15 წამში. მეორე შეხვედრა გორელმა ნუგზარ ტატალაშვილმა არტურ ვრიგტთან (აშშ, N86) ისევ უილეთოდ მოიგო 2 წუთსა და 28 წამში და მერვედფინალში თურქ ვედატ აბაირაქად "გადანათლულ" გორელ ვანო რევაზიშვილს შეხვდა, ოქროს დროის 53-ე წამზე ვანო რევაზიშვილმა ვაზარი აიღო და გამარჯვება მოუტანა თურქეთს. თურქეთის ნაკრების მწვრთნელი არის საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ირაკლი უზნაძეა. ნუგზარ ტატალაშვილი ასპარეზობას გამოეთიშა.
ბექა დონღვანმა ესპანელ ხოზე მარია მენდიოლა ისქუიეტა უილეთო შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და გამოეთიშა ასპარეზობას.
ავტორი: რაულ კაპანაძე