ალბანეთის ქალაქ დურესში დასრულდა 9 წლის ასაკის მოსწავლე გოგონათა ჩემპიონატი ჭადრაკში.

დასკვნით ტურის წინ მარიამ რეხვიაშვილს 6 შესაძლებლობიდან 5 ქულა ჰქონდა უკრაინელ ანა გოროდნასთან ერთად I-II ადგილებს იყოფდა.

ახლახან დასრულდა მე-7 ტურის შეხვედრები. ანა გოროდნამ რუმინელ მარია ანისტოროაისთან წააგო შეხვედრა, მარიამ რეხვიაშვილმა კი თურქი ბერაკ ბაკარი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა