საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის გათამაშების პირველი მატჩის მოგების (1:0) შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ონილმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.
„ჩემი გუნდის თამაშით და, განსაკუთრებით, დისციპლინით კმაყოფილი ვარ. კვარაცხელიას სივრცე და შესაძლებლობის გამოყენების საშუალება არ მივეცით. მეორე ტაიმში სანიოლმა ჩაკვეტაძე რომ შემოიყვანა, პრობლემა შეგვექმნა. მაგრამ მთლიანობაში საქართველოს ნაკრებს მაინც გავუმკლავდით და მიმაჩნია, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ.
მსაჯობით უკმაყოფილო ვარ, პენალტი არ იყო დასანიშნი და შემდეგ იყო კიდევ ერთი სადავო ეპიზოდი. ეს მატჩის შემდეგ მსაჯსაც ვუთხარი. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ამ ჯგუფის ფავორიტად არ მივიჩნევ, რადგან ბევრი ტრავმირებული გვყავს.
მთლიანობაში ჯგუფი თანაბარია და ყველას შეუძლია პირველ ადგილზე გასვლა. წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი და ვთვლი, რომ შეუძლია უნგრეთიც დაამარცხოს და უკრაინაც“.
საქართველოს ნაკრები ერთ ლიგაზე შემდეგ შეხვედრასაც შინ გამართავს – 28 სექტემბერს „დინამო არენაზე“ უკრაინას უმასპინძლებს.




