პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში დაბრუნდა ქართველი პარამსროლელი, ვერცხლის მედლის მფლობელი ლადო ჭინჭარაული.

,,მადლობა,, - ამ შინაარსის ბანერით შეხვდნენ მშობლიურ ქალაქ თელავში, პარალიმპიელ ვიცე-ჩემპიონს, ვერცხლის მედლის მფლობელ ლადო ჭინჭარაულს. სპორტსმენი სამშობლოში გუშინ ღამით დაბრუნდა.

ჭინჭარაულმა  R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა, 248,2 ქულა დააგროვა და პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.