„ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც შენს ქვეყანაში გაფასებენ - ღირსების ორდენი იყო, იყო ფინანსური ბონუსი, რაც საქართველოს ნაკრებს გაგვიკეთეს - მოტივაცია არის, წახალისება არის. ჩვენი კაპიტანია და ყველა ფეხბურთელის სახელით მან მადლობა გამოხატა. - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა გადაცემაში "იმედის კვირა" განაცხადა.
"რა თქმა უნდა, გუნდში ყველა მადლობელია. ჩემთვის ყველაფერი მოტივაციაა, როდესაც ვიღაც რაღაცას გიფასებს, შენი საქმე რომ ფასდება. ვფიქრობ, ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, რაც მოხდა - ის ისტორია, რაც სტადიონზე დავწერეთ და უნდა განვვითარდეთ ყველა ერთად. უფრო ბედნიერი უნდა იყოს ის თაობა, რომელიც თამაშს ახლა იწყებს“, - განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ "ქართუსგან", ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო - აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს