სიმპოზიუმის სახელწოდებაც და შინაარსიც ეფუძნება ამ სწავლებას – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს ის სამი უმთავრესი საყრდენია, ჩვენს მრავალსაუკუნოვან სულიერ და ეროვნულ გზას რომ გამოხატავს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმის – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით,  მეცნიერებამ, ტექნოლოგიამ, ინფორმაციისა და ცოდნის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ თანამედროვე ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა.

„რა თქმა უნდა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ ის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი – ტექნოლოგიას“, – აღნიშნა შიო მესამემ.

ამასთან, შიო მესამემ განაცხადა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გზამ გვიჩვენა მადლი და ძალა მოციქულებრივი ღვაწლის უწყვეტობისა, საქმედქცეული რწმენისა, სამშობლოსადმი თავდადებისა და ადამიანთა დიდი სიყვარულისა.