მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა შორის გიგანტურ  სლალომში  ასპარეზობა დასრულდა.  

ქართველმა სამთო მოთხილამურემ, ლუკა ბუჩუკურმა, გიგანტური სლალომის პირველ დაშვებაში 1:28.21 აჩვენა და 61-ე ადგილი დაიკავა, მეორე დაშვებაში კი მნიშვნელოვნად სწრაფი იყო და 1:20.57 შედეგით 51-ე ადგილი დაიკავა.

ორი დაშვების ჯამში ლუკა ბუჩუკურმა 2:48,78 შედეგით ლუკა ბუჩუკური 56-ე ადგილზე გავიდა.

1. ლუკას პინჰეირუ ბროთენი (ბრაზილია) - 2:25.00
2. მარკო ოდერმატი (შვეიცარია) - 2:25.58
3. ლოიკ მეიარი (შვეიცარია) - 2.26.17

შეჯიბრებაში სულ 81 სპორტსმენი მონაწილეობდა და მათგან რვამ პირველ დაშვებაზე ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა, კიდევ ოთხმა კი მეორე დაშვებაზე.