ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა დასრულდა.

„ლივერპულმა" გასვლაზე აუტსაიდერ „ვულვერჰემპტონს" სძლია და ერთპიროვნულად გალიდერდა.

იბრაჰიმა კონატეს მიერ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გატანილი ბურთი „მგლებმა" 56-ე წუთზე გაქვითეს (გოლი: ბრაიან აიტ-ნური), მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ მოჰამედ სალაჰმა თერთმეტმეტრიანიდან „ლივერპული ისევ დააწინაურა.


ხვალ „იფსვიჩი" „ასტონ ვილას" მიიღებს, „მანჩესტერ იუნაიტედი" კი „ტოტენჰემს". ტური ზეგ „ბორნმუთის" და „საუთჰემპტონის" მატჩით დასრულდება.




ბომბარდირები:
1. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) - 10(1 თერთმეტმეტრიანიდან)
2. კოულ პალმერი („ჩელსი") - 6 (1თერთმეტმეტრიანიდან)
3-4. ლუის დიასი („ლივერპული") - 5
3-4. ბრაიან მბეუმო („ბრენტფორდი") - 5