ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მეშვიდე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ" სახლში „ალმერიას" უმასპინძლა.
ფრედ დამთავრებული პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძელთაგან საუკეთესომ, გიორგი ქოჩორაშვილმა, ჯერ მესამე გოლი გაიტანა სტუმრების კარში, შემდეგ კი მშვენიერი გადაცემით გაიყვანა მეკარესთან პირისპირ კარლოს ალვარესი და ამ უკანასკნელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ლევანტე" - „ალმერია" 4:2(2:2)
გოლები: 2' როჯერ ბრიგე 1:0, 15' ხოსე ლუის მორალესი 2:0, 17' და 45+2' სერხიო არიბასი 2:1, 51' გიორგი ქოჩორაშვილი 3:2, 74' კარლოს ალვარესი 4:2