ლატვიაში ევრობასკეტის რვიდან ოთხი მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.

სერბეთის და ფინეთის ნაკრების გუნდების შეხვედრა სენსაციური შედეგით დასრულდა. ფინეთმა ყველას მიერ აშკარა ფავორიტად სამართლიანად მიჩნეული სერბეთი დაამარცხა და ბრძოლას გამოთიშა.

ფინეთი - სერბეთი 92:86 (28:24, 16:24, 24:18, 24:20)


დღეს გამართული კიდევ სამი მერვედფინალური შეხვედრა ასე დასრულდა:

თურქეთი - შვედეთი 85:79 (20:23, 17:19, 26:13, 22:24)


გერმანია - პორტუგალია 85:58 (17:12, 14:20, 21:19, 33:7)

ლიეტუვა - ლატვია 88:79 (28:18, 19:19, 19:17, 22:25)



მერვედფინალის დარჩენილი ოთხი შეხვედრა ხვალ გაიმართება და ერთმანეთს შეხვდებიან:

პოლონეთი - ბოსნია და ჰერცეგოვინა
საქართველო - საფრანგეთი 
იტალია - სლოვენია
საბერძნეთი - ისრაელი

საქართველოს და საფრანგეთს შორის გამარჯვებული მეოთხედფინალში ლიეტუვას შეხვდება.