წინ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი გვაქვს და გპირდებით იქ აჟღერდება ქართული ჰიმნი!, - ამის შესახებ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემო სიყვარულებო მადლობა გულშემატკივრობისთვის 🇬🇪🫶უფალი ჩვენთან არის! მიყვარხართ❤️კარგი დასაწყისია😁 წინ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი გვაქვს და გპირდებით იქ აჟღერდება ქართული ჰიმნი!✊'',- წერს ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ტაშკენტში ძიუდოისტებმა გრანდ სლემზე ასპარეზობა დაასრულეს. ქართველმა ძიუდოისტმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, სამი შეხვედრის იპონით და შემდეგ ნახევარფინალში იაპონელი რიკუ ოკადას ვაზარით დამარცხების შემდეგ ფინალური შეხვედრა ვაზარით დათმო აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან და ტაშკენტის გრანდ სლემის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.