იტალიის სერია A-ში მერვე ტურის შეხვედრები დასრულდა.
წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს გიორგი კვერნაძის „ფროსინონე“. უმაღლეს ლიგაში წელს მეოთხედ აღზევებულმა გუნდმა ბერგამოში გამოცდილ და ძლიერ მეტოქეს 4 გოლი გაუტანა და თუმცა ეს მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ფრე „ფროსინონეს“აქტივში ჩაიწერება.
გიორგი კვერნაძე (Flashscore - 6.4) ძირითადში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.
„ატალანტა“ — „ფროსინონე“ 4:4(3:2)
გოლები: 1' რომანო შმიდი 0:1, 14' ნიკოლა კრსტოვიჩი 1:1, 17' რომანო შმიდი 1:2, 33' ედერსონი, თერთმეტმეტრიანიდან 2:2, 45' ნიკოლა კრსტოვიჩი 3:2, 48' ჯაკომო კალო 3:3, 50' ელიფ ელმასი 4:3, 82' ალექსა ტერჟიჩი 4:4
ისევ დამარცხდა გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“, ამჯერად მან სახლში „მილანთან წააგო. გიორგი ჩაკვეტაძე (Flashscore - 6.7)მინდორზე მთელი მატჩის განმავლობაში იყო.
„უდინეზე“ — „მილანი“ 0:2(0:1)
გოლები: 6' კრისტიან პულისიკი 0:1, 65' ომარი ჰაჩინსონი 0:2
„ინტერი“ - „ფიორენტინა“ 2:1(0:0)
„ჯენოა“ - „ვენეცია“ 1:0(1:0)
„ლეჩე“ - „იუვენტუსი“ 0:2(0:2)
„ნაპოლი“ - „რომა“ 3:3(1:0)
„კომო“ - „სასუოლო“ 2:0(0:0)
„ლაციო“ - „პარმა“ 2:1(0:0)
„კალიარი“ - ბოლონია“ 0:2(0:0)
„ტორინო“ - „მონცა“ 3:2(1:0)

მოამზადა რაულ კაპანაძემ




