კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის შესარჩევ ტურნირზე ერევანში გამართული შეხვედრის წინ მის ერთგულ გულშემატკივარს, სმენის და მეტყველების უნარშეზღუდულ სომეხ ბიჭუნას, რუბენს, დიდი ხნის ოცნება აუხდინა, შეხვდა მას და მასთან ხელჩაკიდებული გავიდა მინდორზე.
კრიშტიანუ რონალდუმ რუბენთან ერთად გადაღებული ვიდეო თავის ინსაგრამზე ატვირთა და ამით საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მის პოსტს ამ 7 მილიონამდე მნახველი ჰყავს.
Посмотреть эту публикацию в Instagram
კრიშტიანუ რონალდუს და რუბენის გასაუბრების ამსახველი გულის ამაჩუყებელი ვიდეო თავის ფეისბუქ-გვერდზე უეფამაც ატვირთა
ვიდეოს, რომელშიც რონალდუს და რუბენის შეხვედრაა აღბეჭდილი, აგრეთვე ავრცელებს სომხური მედია და ამასთან ერთად, მნახველს რუბენის შესახებაც მოუთხრობს.