გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გორის „დილამ“ უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო წრის პირველი რაუნდის პირველი შეხვედრა გამართა.

შეხვედრის პირველ წუთებში მინდორზე მოვლენები მოულოდნელად განვითარდა: აშკარად სუსტმა მეტოქემ მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა.

მასპინძლებმა წონასწორობა ხუთ წუთში აღადგინეს, კიდევ ექვსი წუთის შემდეგ კი - დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ შეხვედრაში მხოლოდ ერთადერთი გოლი გავიდა და განმეორებითი შეხვედრის წინ დილას ორბურთიანი უპირატესობა აქვს.

„დილა“ - „ვირტუსი“ 3:1(2:1)
გოლები: 3' სიმონებენინკასა 0:1, 8' შოთა შეყილაძე 1:1, 14' ბლანკსონ ანოფი 2:1, 68' მოჰამედ კანტე 3:1