ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები „ვაზ-2106“-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც სოფელ ცხაკაიასთან, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობის გამო, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.
25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მის გვერდით მყოფი პირი კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.




