ავსტრიის ბუნდესლიგაში მეექვსე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ მეექვსე ტურში სახლში შარშანდელ ჩემპიონი და მიმდინარე ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი „ლასკი“ მიიღო.

მასპინძლები პირველი ტაიმის 34-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა დააწინაურა. სტუმრებმა კი საპასუხო გოლი 45+3 წუთზე გაიტანეს. 

59-ე წუთზე უმარ დიაკიტემ მეორედ აიღო სტუმართა კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ოთარ კიტეიშვილმა (flashscore - 6.4), რომელმაც 61-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილი (flashscore - 7.5) შეცვალა, 90+7 წუთზე თერთმეტმეტრიანი ხარიხას გადააცილა.



 მოამზადა რაულ კაპანაძემ