საფრანგეთის პირველ დივიზიონში ოცდამეექვსე ტურის ბოლო შეხვედრა დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ შინ მეორე ადგილზე მყოფ „მარსელთან“ 3:1 გაიმარჯვა და ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტური ადრე მასთან ქულაა სხვაობა ცხრამეტამდე გაზარდა.
ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 7,1) მინდორზე პირველი წუთიდან ბოლომდე იყო.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „მარსელი“ 3:1(2:0)
გოლები: 17' უსმან დემბელე 1:0, 42' ნუნუ მენდეში 2:0, 51' ამინ გუირი 2:1, 76' პოლ ლიროლა საკუთარ კარში 3:1