ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს. ეს საპატიო პრიზი ქართველმა ვარსკვლავმა ლეგენდარული ლუიშ ფიგუსგან ჩაიბარა.

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ სლოვაკეთის ჩემპიონს, ბრატისლავის „სლოვანს“ უპირისპირდება. ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა – ხვიჩა თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.