ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, 3 პირი კი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ ქისტაურში მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
დაზარალებულები სხეულის სხვადასხვა ტრავმებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.








