მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის მესამე ტურის მატჩი საქართველომ საბერძნეთში გამართა გამართა.
უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებმა შვიდი ქულით მოიგეს, რასაც ქართველმა კალათბურთელებმა მეორე მეოთხედის 11-ქულიანი სხვაობით მოგებით უპასუხეს და შესვენებისთვის სამი ქულით დაწინაურდნენ.
მესამე პერიოდში მასპინძლებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, უაღრესად დაძაბული მეოთხე პერიოდის შემდეგ კი ტაბლომ თანაბარი ანგარიში დააფიქსირა
ოვერტაიმში ბერძნები 7 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ქართველები არ დანებდნენ, ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდევაც
საბერძნეთი — საქართველო 75:75 (27:20, 11:21, 21:20, 16:14)
ოვერტაიმი 13:17
საბოლოო 88:92
საქართველოს ნაკრებს ქულები შესძინეს:
მარკიზ რიდმა — 30 ქულა
თორნიკე შენგელიამ — 25 ქულა
დუდა სანაძემ — 13 ქულა
გიორგი კორსანტიამ — 8 ქულა
გიორგი ოჩხიკიძემ — 7 ქულა
ალექსანდრე მერკვილაზემ — 5 ქულა
რატი ანდრონიკაშვილმა — 4 ქულა
ამავე ჯგუფში მოასპარეზე ესპანელებმა მონტენეგროში გაიმარჯვეს, პორტუგალიის და უკრაინის შეხვედრა კი ამ წუთებში ჯერ კიდევ გრძელდება.
მონტენეგრო — ესპანეთი 62:93(17:15, 17:26, 16:31, 12:21)
პორტუგალია — უკრაინა 42:48 (პირველი ტაიმის შემდეგ)
დარჩენილი შეხვედრები:
29.11.26 საქართველო — პორტუგალია
29.11.26 უკრაინა — მონტენეგრო
29.11.26 ესპანეთი — საბერძნეთი
26.02.27 მონტენეგრო — საქართველო
26.02.27 პორტუგალია — ესპანეთი
26.02.27 საბერძნეთი — უკრაინა
01.03.27 საქართველო — საბერძნეთი
01.03.27 უკრაინა — პორტუგალია
01.03.27 ესპანეთი — მონტენეგრო
მასალა განახლდება




