სოციალურ ქსელებში გამოკითხვის შედეგად, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" გულშემატკივრებმა აგვისტოს თვეში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 1 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. აგვისტოში კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით სამი შეხვედრა ჩაატარა.
"ნაპოლი" 3 ტურის შემდეგ 6 ქულით იტალიის ჩემპიონატში მე-6 ადგილს იკავებს.
მომდევნო მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 15 სექტემბერს "კალიარის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.