2025 წლის 15 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კლოდ კერნის, ედით ესტრელას და ბას კლაინს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების ფაქტები, დაკავებულთა მდგომარეობა და მიმდინარე გამოძიებებზე სახალხო დამცველის ზედამხედველობის საკითხები განიხილეს.
სტუმრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს სახალხო დამცველის კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობითა და მოქმედი ეროვნული საკანონმდებლო სივრცის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ხარისხით.