დასრულდა კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა შეხვედრები L ჯგუფის გუნდებს შორის.
იტალიის კალათბურთის ნაკრებმა ლივორნოს ამადეო მოდილიანი ფორუმზე უკრაინის კალათბურთელთა ნაკრებს სძლია.
იტალია - უკრაინა 85:75(23:21, 20:22, 15:14, 27:18)
ისლანდიაში, რეიკიავიკის Laugardalshöllin-ზე ისლანდიის ნაკრები 61:80 დამარცხდა ესპანეთთან.
ისლანდია - ესპანეთი 61:80(19:22, 14:21, 15:19, 13:18)
ესპანეთი 9 8-1 755:631 17
იტალია 9 7-2 809:768 16
საქართველო 9 5-4 718:734 14
ისლანდია 9 4-5 706:765 13
უკრაინა 9 3-6 739:741 12
ნიდერლანდები 9 0-9 656:744 9
ბოლო ტურში, რომელიც 26 თებერვალს გაიმართება, ერთმანეთს ხვდებიან:
უკრაინა - ნიდერლანდები
ესპანეთი - იტალია
საქართველო - ისლანდია
მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში განაღდებული აქვთ ესპანელებს და იტალიელებს. მესამე საგზურის მოპოვების შანსი საქართველოს და ისლანდიის ნაკრებ გუნდებს აქვთ.
ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იმ შემთხვევაში იასპარეზებს, თუ ბოლო შეხვედრას თბილისში თუნდაც წააგებს, მაგრამ არაუმეტეს სამი ქულით.




