„სამწუხაროა, რომ ფეხბურთელების და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, როცა ამის დრო მოვა, ფეხბურთელები ღირსების ორდენს აუცილებლად მიიღებენ.
„სამწუხაროა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტის მხრიდან გამოხმაურება დღემდე არ მოჰყოლია. ჯერ კიდევ თამაშის შემდეგ გაკეთდა განცხადება. აპრილის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალურად მიმართეს პრეზიდენტს. ჩვენი ბიჭები აუცილებლად მიიღებენ ღირსების ორდენს, როცა ამის დრო მოვა. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.