"ქართული ოცნება“ მოვა კონსტიტუციური უმრავლესობით. ამის გარანტიას მაძლევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერა, თანადგომა, რომელიც დღეს აქვს იმ ერთადერთ ძალას, რომელსაც შეუძლია, შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე, განამტკიცოს ქვეყნის დამოუკიდებლობა. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
"დღეს საზოგადოებამ დაინახა, რეალურად რას ნიშნავს, იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი. ამისთვის ვიბრძვით დღესაც. საზოგადოებამ ასევე დაინახა, რას ნიშნავს ვირტუალური დემოკრატია. ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ხალხი ანალიზს ვერ აკეთებს, ვერ არჩევს, რა იყო, როგორ იყო და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს", – განაცხადა კახა კალაძემ.