იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი საუკუნეების შემდეგ საქართველოს უბრუნდება - ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ეს იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერია, რომელიც საქართველოში იქნება დაცული. ქართველმა სასულიერო მწერალმა და მეცნიერმა იოანე ზოსიმემ, რომლის “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” უდიდესი პატრიოტული საგალობელია, თავისი ღვაწლი და “ქება” მიუძღვნა არა მხოლოდ ქართულ ენას, არამედ საქართველოსა და ქართველი ხალხის ფენომენს. ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდესი საგანძურის დაბრუნებას!" - წერს კახა კალაძე "ფეისბუკში.