თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში კარატეში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარებს
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე კარატისტთა ევროპის ჩეპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
 
ეტლით მოასპარეზე ჯონი თოფურიამ პირველ ეტაპზე 39,3 ქულით ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ სვენ ბაუმს შეხვდა.
 
მეტოქის მიერ მოპოვებული 37,22 ქულის საპასუხოდ ჯონი თოფურიამ 40.38 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
 
სერჟანტი ჯონი თოფურია 2006-2007 წლებში ერაყში სამშვიდობო მისიაში მსახურობდა, ხოლო 2010-2012 წლებში - ავღანეთში, სადაც იგი პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა.
 
კარატე კუმიტეს 84 კგ წონით კატეგორიაში გოგირტა არქანიამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა შოტლანდიელ გრეგ ანდერსონს 1:0 სძლია