იტალიის ქალაქ კალიარიში ფარიკაობაში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხმლით მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა ფინალი ბულგარელ ვერონიკა ვასილიევასთან დათმო.
ალექსანდრა კუვაევა პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის მედალი მოიპოვა. - ნათქვამია სპორტის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.








