ჰოლანდიის ერედივიზიონში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა.
ირაკლი ეგიოანის „ექსელსიორი“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ამჯერად მას გასვლაზე „სიტარდმა“ სძლია.
ირაკლი ეგოიანი (flashscore - 7.0) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო და ორივე გუნდის იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორის აღმოჩნდა, ვინც 7.0 და უფრო მაღალი შეფასება მიიღო.
„სიტარდი“ - „ექსელსიორი“ 1:0(0:0)
გოლი: 90+1' როდრიგო გუტი
მოამზადა რაულ კაპანაძემ




