ინგლისის პრემიერლიგაში ოცდამეორე ტური მორიგი ოთხი მატჩი გაიმართა.
პრემიერლიგის ბოლო ოთხი ჩემპიონატის გამარჯვებულმა „მანჩესტერ სიტიმ“, როგორც ჩანს, კრიზისი საბოლოოდ დასძლია. „ქალაქელებმა“ 22-ე ტურში გასვლაზე „იპსვიჩი“ გაანადგურეს.
„იპსვიჩი“ - „მანჩესტერ სიტი“ 0:6(0:3)
გოლები: 27' ფილ ფოდენი 0:1, 30' მატეო კოვაჩიჩი 0:2, 42' ფილ ფოდენი 0:3, 49' ჯერემი დოკუ 0:4, 57' ერლინ ჰოლანი 0:5, 69' ჯეიმს მაკატი 0:6
აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის ბოლო ხუთი შეხვედრიდან სამი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა.
კვლავ წარუმატებლად ასპარეზობენ„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“. პირველმა მათგანმა „ბრაიტონთან“ განიცადა მარცხი, მეორემ კი „ევერტონთან“.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ - “ბრაიტონი“ 1:3(1:1)
გოლები: 5' იანკუბა მინტექსი 0:1, 23' ბრუნუ ფერნანდეში, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 60' კაორუ მიტომა 1:2, 76' ჟორჟინიო რიუტერი 1:3
„ევერტონი“ - „ტოტენჰემი“ 3:2(3:0)
გოლები: 13' დომინიკ კალვერტ-ლიუინი 1:0, 30' ილიმან ნდიაი 2:0, 45+7' არჩი გრეი, საკუთარ კარში 3:0, 77' დეიან კულუსევსკი 3:1, 90+2' რიშარლისონი 3:2
„ნოტინგემმა“ აუტსაიდერი „საუტჰემპტონი“ დაამარცხა და მეორე ადგილზე მყოფ „არსენალს“ წამოეწია.
„ნოტინგემი“ - „საუთჰემპტონი“ 3:2(3:0)
გოლები: 11' ელიოტ ანდერსონი 1:0, 28' კალუმ ჰადსონ-ოდოი 2:0, 41' კრის ვუდი 3:0, 60' იან ბედნარეკი 3:1, 90+2' პოლ ონუაჩუ 3:2
ბომბარდირები:
მოჰამედ სალაჰი - „ლივერპული“ 18(5 თერთმეტმეტრიანიდან)
ერლინ ჰოლანი - „მანჩესტერ სიტი“ 17(1 თერთმეტმეტრიანიდან)
ალექსანდერ ისაკი - „ნიუკასლი“ 15