ხაშურის მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი განათლების მიმართულებით, იწყება ქართულ-იაპონური მოხალისეობრივი პროექტი, რომელიც გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას გულისხმობს.
ა(ა)იპ ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ორი იაპონელი მოხალისე იმუშავებს.
ერთი მათგანი ოკუპაციური თერაპევტია, რომელიც რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრში 2 წლის განმავლობაში დაეხმარება სსსმ აღსაზრდელებს და მათ მშობლებს.
მეორე მოხალისე კი, საბავშვო ბაღის აღმზრდელია, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის ბაღებშიქართველ აღმზრდელებთან ერთად იმუშავებს.
პროექტი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგანტოს (JICA Georgia) მხარდაჭერით ხორციელდება.