20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

✅ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა აპარატის მანდატზე, საქმიანობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. განიხილეს ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებთა მდგომარეობა, სოციალური საკითხები, უსახლკარო პირთა საჭიროებები, დასაქმების პრობლემები და ახალგაზრდების მიგრაცია. - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.