საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო ჩათვლაში ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, შალვა გურეშიძე (+100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის ჩემპიონობისთვის დაპირისპირებაში კვიპროსის წარმომადგენელი ანტონიოუსი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე ფინალურ ბლოკში კიდევ ერთი ქართველი, მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ) ვიხილეთ, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუმინელ ძიუდოისტთან დამარცხდა.