12 ყველაზე ძლიერი ქართველი სპორტსმენი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

7-დან 14 მაისის ჩათვლით, სპორტის მოყვარულთა ყურადღება დოჰასკენ იქნება მიმართული. ასპარეზობების ნახვა ექსკლუზიურად  „სილქ უნივერსალზე“ შეეძლება გულშემატკივარს. 

 ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონით კატეგორიას, თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა:

7 მაისი - გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ)8 მაისი - ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ)9 მაისი - ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ)10 მაისი - ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ)11 მაისი - ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური (-90 კგ)12 მაისი - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ)13 მაისი - გურამ თუშიშვილი (+100 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)

 გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობას საქართველო 14 მაისს შეძლებს.

 არხით „სილქ უნივერსალი“ SilkTV-ის ნებისმიერი პაკეტის მომხმარებელი სარგებლობს.. ამავე დროს, სპორტის მოყვარულს შეუძლია ჩემპიონატის თვალის მიდევნება სხვადასხვა მოწყობილობით, ინტერნეტის გახარჯვის გარეშე, თუ აპლიკაცია Silk Go ჩამოტვირთავს.

უგულშემატკივრეთ ქართველ ათლეტებს სმარტფონით, პლანშეტით, პერსონალურ კომპიუტერით #სადაცარუნდაიყო.  ასევე ნახეთ SilkGo-ს ტრანსლაციები სმარტ-ტელევიზორებში.