კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში 81  კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტებს შორის.

2021 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატების ფინალის მსგავსად, წელსაც ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ტატო გრიგალაშვილი და ბელგიელი მატიას კასე შეხვდნენ. 

ქართველმა ძიუდოისტმა დაამარცხა მეტოქე და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდოში პირველი ორგზის მსოფლიო ჩემპიონია.  



დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მსოფლიო ჩემპიონის წოდება ორჯერ (1979, 1981) თენგიზ ხუბულურს ჰქონდა მოპოვებული.

ამ ჩემპიონატზე მათი მიღწევის გამეორების შანსი აქვს გურამ თუშიშვილს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი იყო 2018 წელს.

სულ, საქართველოს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს 60 მედალი - 11 ოქრო, 15 ვერცხლი და 34 ბრინჯაო.