გორში, ძიუდოში ჩემპიონთა ლიგის ტურნირი დაიწყო. ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა 10-გზის მსოფლიოს, 5-გზის ევროპის და 2-ჯერ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ლეგენდარული ჰოლანდიელი ტედი რინერი ვაზარით დაამარცხა.

გურამ თუშიშვილი კლუბი "მებრძოლის" სახელით ასპარეზობს და საკუთარი გუნდი "პარი სენ ჟერმენთან" 3:1 დააწინაურა.

შეხვედრის მიწურულს, ბოლო წამებზე, ქართველმა ძიუდოისტმა ქულის აღება მოახერხა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 3 ქართული კლუბი იღებს: "გოლდენ გორი", "მებრძოლი" და "არეა".