საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში. - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 2026 წლის 12 ოქტომბერს სასამართლომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია - საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობამ  არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მანანა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.