პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 97 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეების მერვედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.
ქართველი მოჭიდავის, გივი მაჭარაშვილის მეტოქე სამხრეთაფრიკელი ნიკოლას დე ლანჟი იყო.
გივი მაჭარაშვილმა მეტოქე ანგარიშით 12:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
მისი მეტოქე მურაზ მჭედლიძეს და იბრაჰიმ ჩიფჩის შორის შეხვედრაში გაირკვევა.