დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 65-97 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავები ჩაებმებიან ასპარეზობაში
65 კგ წონაში ქართველ მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილს კენჭისყრამ პირველივე წრეში უძლიერესი მოჭიდავე, პირველ ნომრად განთესილი სომეხი ვაზგენ ტევანიანი შეახვედრა.
97 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავეს, მედლის მოპოვების ერთ-ერთ ძირითად კანდიდატს, გივი მაჭარაშვილს კი პირველ წრეში რეიტინგის 75-ე საფეხურზე მყოფი სამხრეთ აფრიკელი მოჭიდავე ეყოლება.