ლივერპულში გრძელდება მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატი

8 სექტემბერს, 75 კგ წონითი კატეგორიაში რინგზე გასული 19 წლის გიორგი ნატროშვილი ბელგიელ ჰამზა შრირთან 0:5 დამარცხდა და მეოთხედფინალში ვერ გავიდა

დღეს, 9 სექტემბერს, სახილ ალახვერდოვი (50კგ) იაპონელ მაკინო სოუშის შეხვდება, ლაშა გურული კი ირლანდიელ დინ კლენსის.

10 სექტემბერს მეოთხედფინალში გასავლელად გიორგი ყუშიტაშვილი (85კგ) იბრძოლებს. მისი მეტოქე ყაზახი ბექზად ნურდაულეტოვი იქნება.