საფრანგეთის პირველ დივიზიონში მეექვსე ტურის შეხვედრები დასრულდა.
გიორგი მიქაუტაძის „ლიონი" ტულუზას ესტუმრა და მასპინძლებთან შეხვედრაში მალიკ ფოფანას მიერ 90+5 წუთზე გატანილი გოლით სეზონში მეორედ გაიმარჯვა.
„ტულუზა" - „ლიონი" 1:2(1:1)
გოლები: იან გბოჰო 1:0, 28' რასმუს ნიკოლაისენი, საკუთარ კარში, 90+5' მალიკ ფოფანა 2:1
გიორგი მიქაუტაძე (Flashscore-ს შეფასება 6,4) ძირითადში იყო და იგი 68-ე წუთზე ალექსანდრ ლიაკაზეტმა შეცვალა.
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი" „ნანტს" სტუმრობდა და პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთის სხვაობით აგებდა.
შეხვედრის 58-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის (Flashscore-ს შეფასება 7,2) კარგი გადაცემის შემდეგ იბრაჰიმა სისოკომ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 67-ე წუთზე კი მანვე თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში გაათანაბრა.
„ნანტი" - „სენტ-ეტიენი" 2:2(1:0)
გოლები: 10' იოჰან ლეპენანი 1:0, 49' სორბა ტომასი 2:0, 58' იბრაჰიმა სისოკო 2:1, 67' იბრაჰიმა სისოკო, თერთმეტმეტრიანიდან 2:2
გაძევება: 90+8' მარკუს კოკო („ნანტი", წითელი ბარათი)