დღეს საქართველო - პორტუგალიის მატჩია.
ეს ისტორიაა - და არა მხოლოდ სპორტული.
მთავარი დადებითი მომენტი ის არის, რომ სხვაზე დამოკიდებულნი არ ვართ და თავად შეგვიძლია გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი - უნდა მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ. ეს დიდი წარმატება იქნება და ძალიან გაგვაბედნიერებს. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"უარყოფითი მომენტი ის არის, რომ პორტუგალია ხელს შეგვიშლის - ნიჭიერად და პროფესიულად. მათ ეს კარგად გამოსდით. ამან შეიძლება სევდა მოგვგვაროს.
უნდა გავიდეთ და ვიბრძოლოთ. ყველაფერი გავიღოთ, რაც ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით, დისციპლინითა და პასუხისმგებლობით მოგვდგამს.
თუ გავიმარჯვებთ, კიდევ ერთხელ დიდად გავიხარებთ.
თუ დავმარცხდებით, საქართველოს მაინც ექნება თავისი შვილებისათვის სამი სიტყვა:
"თავდადებისათვის გმადლობთ, ბიჭებო!"
საქართველოს ნაკრებს უმძიმესი მატჩი ელის.
და მან იცის, რომ მთელი ჩვენი ქვეყანა გვერდით უდგას.
დღეს არაფერი მთავრდება, მაგრამ შეიძლება ყველაფერი დაიწყოს.
ეს "ყველაფერი" კი ახალი მიზნები და ახალი გზაა.
გამარჯვებათა გზებზე ევლოს ჩვენს საქართველოს! - წერს გიორგი მურღულია "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება